ტეხასის შტატში მერად გარდაცვლილი ადამიანი აირჩიეს
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2019 19:33
ტეხასის შტატში მერად გარდაცვლილი ადამიანი აირჩიეს

ტეხასის შტატის ერთ-ერთ ქალაქში მერად გარდაცვლილი ადამიანი აირჩიეს.

მერობის კანდიდატი ფილიპ ველტმენი 15 მარტს გარდაიცვალა. სიიდან კანდიდატის ამოღების ბოლო დღე 4 მაისი იყო. გარდაცვლილმა კანდიდატმა არჩევნები 62 %-ით მოიგო.

ქალაქში ახლა საბჭოს სხდომა 13 მაისს დაინიშნა, რომ გადაწყვიტონ, როგორ დანიშნონ ქალაქის ახალი მერი.