მეგან მარკლის პირველი ინტერვიუ მშობიარობის შემდეგ
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2019 19:36
მეგან მარკლის პირველი ინტერვიუ მშობიარობის შემდეგ

მეგან მარკლიმ მშობიარობის შემდეგ, შვილის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

დღეს, მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ „სასექსის ბავშვი“, როგორც პატარას თავად უწოდებენ, პირველად გააცნეს მსოფლიოს და ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნეს.


სამეფო ოჯახის ახალი წევრი - მეგანის და ჰარის ახალშობილი - მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბავშვია. სამეფო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყოველთვის დაიცავენ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის უფლებებს. სანამ, უინძორის სასახლიდან პირმშოს პირველ ფოტოებს გამოქვეყნებდნენ, სასექსის ჰერცოგინიამ პირველი კომენტარი გააკეთა:

ჟურნალისტი მეგანს კითხვას უსვამს, თუ როგორი გრძნობაა დედობა და რას ფიქრობს ბავშვის შესახებ, რაზეც ჰერცოგინია პასუხობს:

ეს, ნამდვილი მაგიაა! მე უკვე მსოფლიოს ორი საუკეთესო ბიჭი მყავს. ჩემს შვილს, ძალიან მშვიდი ხასიათი აქვს, ის საუკეთესო ბავშვია. რაც შეეხება ბავშვის მსგავსებას ოჯახის რომელიმე წევრზე, ამაზე მსჯელობა ძალიან ადრეა. მე და ჰარი ვფიქრობთ, რომ ეს ერთი თვის შემდეგ გამოიკვეთება“ - ამბობს ჰერცოგინია.