დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ​
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2019 20:25
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ​

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართა, სადაც მიწისქვეშა მოქმედი და მშენებარე მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოო ობიექტების სამთო მაშველი სტრუქტურების მომსახურების გაუმჯობესების პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობდნენ კანონმდებლები და სპეციალისტები.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რევაზ არველაძემ სხდომის გახსნისას თქვა, რომ: „მიწისქვეშა სამუშაოები დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ გარემოებებთან, ესენია აფეთქებები, გვირაბის გაყვანის სამუშაოების დროს გვირაბის ჩამოქცევა, მავნე და შხამიანი პროდუქტების გამონაბოლქვი, ზვავსაშიშროება, მეწყერსაშიში და სხვა გარემოებები. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ დღევანდელი კანონმდებლობით სამთომაშველი ნაწილების მომსახურების ვალდებულება შეეხება მხოლოდ შახტებისა და მაღაროების მიწისქვეშა გვირაბებს, ბუნებრივ გამოქვაბულებსა და მღვიმეებს, ასევე ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ საამფეთქებლო სამუშაოებს. რაც შეეხება კარიერის სამთო გვირაბებს, ჭაბურღილებს სატრანსპორტო და ჰიდროსადგურების გვირაბებს და მათ მშენებლობას, სამთომაშველი სამსახურების მშენებლობა მათი მომსახურების ვალდებულება არ არის გათვალისწინებული მათი ტექნიკური რეგლამენტების უსაფრთხოების წესებში“.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ამ საკითხებზე დეტალური მსჯელობა და სპაციალისტებთან ერთად გამოსავალის მოძებნა.

სხდომაზე მოწვეული იყვნენ ტექნიკური უნივერსიტეტის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჰესებისა და სხვადასხვა საწარმოთა წარმომადგენლები, რომლებმაც ვრცლად და დეტალურად იმსჯელეს არსებულ სიტუაციაზე.

ყველა მონაწილე მხარე შეთანხმდა, რომ საკითხი არის კომპლექსური და შესაბამის მოდგომას საჭიროებს მისი გადაწყვეტა, რამდენადაც დღესაც გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების საკითხები.

სხდომის დასასრულს, შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიქმნას კომისია, სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით, სპეციალისტების ფართო შემადგენლობით, რომელიც შეისწავლის ზემოაღნიშნულ პრობლემებს და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გასცემს რეკომენდაციებს. ასევე, იმუშავებს შესაბამისი დოკუმენტის შეიქმნაზე, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხებს.

ტეგები