მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი გამოკითხეს
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2019 21:13
მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაჩალიკაშვილის საქმეზე მისი ნათესავი ასლან მარგოშვილი გამოიკითხა.

,,გამოძიება მიმდინარეობს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ 2018 წელს, პარლამენტის წინ გამართული აქციების დროს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში მოხდა ამ ადამიანის დაკითხვა გარკვეული კითხვები ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს. კითხვები ძირითადად შეეხებოდა მის კომუნიკაციას ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მის ძმისშვილთან. უპასუხა ამ ადამიანმა დასმულ შეკითხვებს და დასმული კითხვების შემდგომ დავტოვეთ საგამოძიებო ორგანო“, - განაცხადა ასლან მარგოშვილის უფლებადამცველმა, ქეთი ჩუთლაშვილმა.

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს. ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დაკითხეს, თავად მაჩალიკაშვილი კი ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

ტეგები