ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2019 21:27
ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. 


როგორც "2020NEWS"-თვის გახდა ცნობილი, ნინო გვენეტაძე უნივერსიტეტში გუშინ, 7 მაისს დანიშნა და დღეს უკვე შეუდგა საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას.

"ორი ახალი პრორექტორი ჰყავს უნივერსიტეტს - ნინო გვენეტაძე და ნინო ოკრიბელაშვილი. ისინი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგნენ", - განუცხადა "2020NEWS"-ს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ჩარკვიანმა, რომელიც გვენეტაძესთან დაახლოებული პირია.

შეგახსენებთ, ნინო გვენეტაძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა 2015 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 2 აგვისტომდე ეკავა. მან პოსტი მოულოდნელად დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მას სასამართლოს ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანთან დაპირისპირება ჰქონდა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მოულოდნელი გადადგომის მიზეზების შესახებ ამ დრომდე არაფერი უთქვამს. რამდენიმე ხნის წინ, მისმა თამაშემწემ, კახა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ გვენეტაძეს, რომელიც 10 წლით იყო არჩეული, გადადგომა აიძულეს.

ტეგები