თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2019 22:58
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 9 მაისს დიდუბის და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

დიდუბის და საბურთალოს რაიონები

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 03 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის V, VI კვარტლების, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ნინო ჯავახიშვილის, ესმა ონიანის, გიული ჭოხონელიძის, აკაკი ბაქრაძის, ბელიაშვილის, ბოხუას, ფეიქართა, ტერევერკოს, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტეგები