რიკოთის გვირაბი დროებით ჩაიკეტება
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 10:15
რიკოთის გვირაბი დროებით ჩაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს საავტომობილო მოძრაობა 14:00 საათიდან 20:00 საათამდე აიკრძალება. 

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.

გვირაბში სარემონტო სამუშაოები 7 მაისს დაიწყო და 9 მაისს დასრულდება.

ტეგები