ვაკის პარკთან ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ დგანან (ვიდეო)
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 10:58

ვაკის პარკთან ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ დგანან. ერთ მხარეს "არ ვიზეიმებთ გენოციდს" აქციის მონაწილეები არიან, მეორე მხარეს კი "უკვდავთა პოლკის" მხარდამჭერები.

ცოტა ხნის წინ ვაკის პარკთან საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო ერთი ადამიანი პოლიციის განყოფილებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე გადაიყვანეს.
დღეს "უკვდავი პოლკის" მსვლელობის წინააღმდეგ კიდევ ერთი კონტრაქცია უნდა გაიმართოს, სახელწოდებით "რუსეთი ოკუპანტია".

"9 მაისს ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, ვლადიმერ პუტინი, საქართველოს ტერიტორიაზე აღლუმებს გამართავს არა მხოლოდ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, არამედ ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. “არა პუტინის მარშს!” აქციის მიზანი არ არის “უკვდავი პოლკის” მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პროევროპული და პროამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.

წყარო: imedinews.ge

ტეგები