ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე რგანისა და ხრეითის მოსახლეობას შეხვდა
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 11:24
ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე რგანისა და ხრეითის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების -რგანისა და ხრეითის მოსახლეობას შეხვდა. მასთან ერთად ადგილზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე იმყოფებოდნენ.

სოლომონ პავლიაშვილმა ჭიათურის მერობის კანდიდატს, გივი მოდებაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

,,გვინდა მოსახლეობამ მაქსიმალურად ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მე ჩამოვედი თქვენთან რათა პირადად კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის პროგრამები და პროექტები, რაც თქვენი და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ჩაერთოთ სოფლის მეურნეობის მიერ გამოცხადებულ პროექტებში და მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მისგან" ,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრების ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

ტეგები