ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 11:27
ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანი - 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

ერთი ადამიანი კი, 1969 წელს დაბადებული თ. ფ. პოლიციამ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის, 174-ე 16 პრიმა მუხლით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკთან ორი აქცია მიმდინარეობს.

ტეგები