ბათუმში “უკვდავი პოლკისა” და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 11:46
ბათუმში “უკვდავი პოლკისა” და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბათუმში “უკვდავი პოლკისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

„უკვდავი პოლკის” წევრები ბათუმში, გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობას აპირებდნენ. მათ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს და განუცხადეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ დაუშვებენ, გმირთა მემორიალთან პრორუსული ძალების მისვლას.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სიტუაცია პოლიციელებმა განმუხტეს.

ტეგები