პატრიარქის მიერ მონათლული მიხა პაპა დროებით საპატრიარქოში იცხოვრებს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 12:28
პატრიარქის მიერ მონათლული მიხა პაპა დროებით საპატრიარქოში იცხოვრებს (ვიდეო)

ხევსურეთში, გორშეღმის ხეობის 15 სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრები, 77 წლის მიხა არაბული ოპერაციის დაგეგმვამდე დროებით საპატრიარქოში იცხოვრებს. ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს.

"მიხა პაპა დროებით კლინიკიდან გამოწერეს. ოპერაციის დაგეგმვამდე ის საპატრიარქოში იცხოვრებს

გუშინ მიხა პაპა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა, რომლის ლოცვა კურთხევითაც, რამდენიმე დღის წინ მონათლეს. ნათლია თვითონ პატრიარქია.

ილია მეორემ მარტოკაცი დალოცა და გამოჯანმრთელება უსურვა", - აღნიშნულია"მთის ამბების" ინფორმაციაში.

ტეგები