სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა მან უწყება არ ჩაიბარა
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 13:11
სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა მან უწყება არ ჩაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მალხაზ მაჩალიკაშვილთან პარლამენტთან მივიდნენ. მათ მაჩალიკაშვილისთვის ოფიციალური უწყების გადაცემა სურდათ, თუმცა მაჩალიკაშვილმა უწყება არ ჩაიბარა და არც ხელი მოაწერა.

უწყებაში ეწერა, რომ მაჩალიკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზეა დაბარებული არა გამოკითხვაზე. თემირლან მაჩალიკაშვილის მამას დაკითხვაზე 15:00 საათზე იბარებენ.

ამ ეტაპზე უცნობია შეცვლის თუ არა ის გადაწყვეტილებას, რადგან მან საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლამდე, თქვა რომ სუს-ში მისვლას ხვალ გეგმავს.

ტეგები