ტოტალიზატორში კაცი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 14:04
ტოტალიზატორში კაცი გარდაიცვალა

ახალციხეში, ერთ-ერთ ტოტალიზატორში, 50 წლამდე კაცი შეუძლოდ გახდა და სკამიდან გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს, კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ამის  შესახებ "პირველი" წერს.

კაცი ასპინძის ერთ-ერთი სოფლიდან იყო და ტოტალიზატორში ხშირად დადიოდა.

„მოთამაშე კაცი არ იყო. ლარიანს ჩარიცხავდა და ონლაინ ნარდს თამაშობდა. ხშირად ნასვამი იყო, სახე სულ აწითლებულიჰქონდა. რამდენჯერმე გვითხრა ცუდად ვარო. მგონი, ინფარქტი იყო“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც გარდაცვლილს ტოტალიზატორში ხშირად ხდებოდა.

სიკვდილის მიზეზის დასადგენად, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები