პეტრე კოლხი: "სადამდე უნდა დავეცეთ, რომ ერთმანეთზე შური რელიგიური შეურაცხყოფებით ვიძიოთ?!"
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 15:31
პეტრე კოლხი: "სადამდე უნდა დავეცეთ, რომ ერთმანეთზე შური რელიგიური შეურაცხყოფებით ვიძიოთ?!"

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ამას რა ჰქვია... რას ნიშნავს ეს მდგომარეობა... სადამდე უნდა დავეცეთ, რომ ერთმანეთზე შური რელიგიური შეურაცხყოფებით ვიძიოთ?!
ეს ხომ არის იმ ადამიანების უფლებების დარღვევა, ვისთვისაც სარწმუნოება ყველაფერზე ღირებულია...
ფსევდოლიბერალები როცა საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ, თავად რატომ ავიწყდებათ, რომ სხვის უფლებებს უხეშად არღვევენ?!
ეს მდგომარეობა ხომ ფსიქიკური აშლილობის უკიდურესი ფორმაა!..
ისევ საკუთარ თავს უმზადებენ განსაცდელს...
არავის მოეთხოვება იძულებით, იყოს ეკლესიური, მაგრამ პროტესტის ეს ფორმა უკვე ჯოჯოხეთია!..", - წერს პეტრე კოლხი.
 

ტეგები