BBC-ის წამყვანი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შვილზე დაწერილი "ტვიტის" გამო გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 15:50
BBC-ის წამყვანი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შვილზე დაწერილი "ტვიტის" გამო გაათავისუფლეს

BBC-ის წამყვანი დენი ბეიკერი გამოქვეყნებული ტვიტის გამო გაათავუფლეს. კერძოდ, საუბარია წყვილის ფოტოზე, რომლებსაც ხელში მაიმუნი უჭირავთ. ტელეწამყვანმა ფოტო გააზიარა წარწერით: "სამეფო ჩვილმა სამშობიარო სახლი დატოვა".

წამყვანი თავის ქმედებას "სისულელედ" მიიჩნევს. თუმცა, 61 წლის ბეიკერის პოსტმა, რომელიც ახლა წაშლილია, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მას ედავებიან, რომ მან მეგან მარკლსა და პრინც ჰარის დასცინა, რომლებსაც ვაჟიშვილი რამდენიმე დღის წინ შეეძინათ.

ბეიკერის ტვიტი "სერიოზული შეცდომა" იყო, - აცხადებს BBC-ის წარმომადგენელი.

დენი ბეიკერს "Radio 5 Live "-ზე ყოველკვირეული შოუ მიჰყავდა.

ტეგები