"მოვითხოვ დაწესდეს ”კავკასიის მაღალ მთაზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე” - რომან გოცირიძე
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 16:28
"მოვითხოვ დაწესდეს ”კავკასიის მაღალ მთაზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე” - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევდივარ პარლამენტში. მოვითხოვ დაწესდეს ”კავკასიის მაღალ მთაზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე”. ამით ოფიციალურად დაკანონდება პრომეთეს მითის ქართული წარმომავლობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.

p.s. მეტად მნიშვნელოვანი და დროული იყო ასევე პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით ”წილხვედრობის” საქართველოსთვის დაპატენტება, რადგან ამას აუცილებლად იზამდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის გვეცილება პირველობაში", წერს თავის ფეისბუქგვერდზე რომან გოცირიძე.

ტეგები