ჭიათურა-საჩხერის გზაზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მდინარე დაგუბდა
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 17:57
ჭიათურა-საჩხერის გზაზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მდინარე დაგუბდა

ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ჩაიკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა. ინფორმაციას  „ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ადგილზე მაშველები და გეოლოგები მუშაობენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დასახლებული პუნქტისგან დაახლოებით 2 კილომეტრშია.

„მიწის მასის ჩამოშლის გამო დაგუბდა მდინარე, გაკეთა ერთგვარი აუზი, თუმცა საშიშროებას არ წარმოადგენს. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და გეილოგები. თბილისიდან გაემგზავნა ასევე, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ჯგუგი. უნდა შეფასდეს სიტუაცია, უნდა მოხდეს შესწავლა, წარმოქმნილი აუზიდან წყალი როგორ შეიძლება დაიცალოს ისე, რომ რაიმე საფრთხე არ შექმნას. საპანიკო, საევაკუაციო არაფერი არ არის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ტეგები