მარნეულში ფერმერს 150-მდე ძროხა დაეხოცა
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 20:20
მარნეულში ფერმერს 150-მდე ძროხა დაეხოცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში, ერთ-ერთ ფერმერს ერთბაშად 150-მდე სული ძროხა დაეხოცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

მეპატრონემ ვეტერინარულ აფთიაქში სპეციალური პრეპარატი შეიძინა, რითაც საქონელი დაბანა. მისი თქმით, ძროხები სწორედ ამ ხსნარით დაბანის შემდეგ დაიხოცნენ.

ფერმერი აცხადებს, რომ მას სოლიდური ზარალი მიადგა, რადგან საქონელი ბანკიდან გამოტანილი კრედიტით ჰყავდა შეძენილი.

ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
“ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტეგები