ხაშურში ქალი მოკლეს
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 20:55
ხაშურში ქალი მოკლეს

ხაშურში, რკინიგზის დასახლებაში შუახნის ასაკის ქალი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი შვილმა საკუთარ სახლში ნახა. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც  7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები