რუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 22:14
რუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო ავტოკატასტროფაში დაიღუპა

რუსი ჟურნალისტი, სერგეი დორენკო 59 წლის ასაკში ავტოკატასტროფის შედეგად მოსკოვში დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

წინასწარი ვარაუდით, ავტოკატასტროფის მიზეზი ჟურნალისტის შეუძლოდ ყოფნა გახდა. საუბარია, გულის მწვავე უკმარისობაზე. ტასის ცნობით, სერგეი დორენკომ მოტოციკლის მართვა ვეღარ შეძლო და ჩამოვარდა.

სერგეი დორენკო რადიოსადგური "Говорит Москва"-ს მთავარი რედაქტორი იყო, ასევე "პირველ არხზე" წამყვანის პოზიციას იკავებდა, გარდა ამისა სხვა ტელეკომპანიებთან და რადიოსადგურებთანაც თანამშრომლობდა.

ტეგები