საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2019 23:40
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში, ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო.

ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა, რომელიც მისმა მეუღლემ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას, 2000-ზე მეტი უნიკალური გამოცემისგან შედგება. მათ შორისაა საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურა, თვითგამოცემები, ქართველ ემიგრანტთა გამოცემები, პერიოდიკა ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე ჯანრი კაშიას პირადი არქივი.​

ტეგები