მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2019 16:54
მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო

მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ძირითადად საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, მათი განვითარება ფერხდება.

პრემიერ-მინისტრმა პროგრამის განხორციელებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის USAID-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.