სექსუალურ შევიწროებაში ბრალდების გამო „ბოჰემური რაფსოდიის" რეჟისორი BAFTA-ს ნომინაციიდან მოხსნეს
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2019 18:48
სექსუალურ შევიწროებაში ბრალდების გამო „ბოჰემური რაფსოდიის" რეჟისორი BAFTA-ს ნომინაციიდან მოხსნეს

ბრიტანულმა კინოაკადემიამ (BAFTA) რეჟისორ ბრაიან სინგერის სახელი პრემიის ნომინანტების სიიდან ამოიღო.

როგორც კინოაკადემიის რელიზში წერია, სინგერი „ბოჰემური რაფსოდიის“ ავტორებში აღარ წერია. ამასთან, თავად ფილმი საუკეთესო ბრიტანული ფილმის კატეგორიაში რჩება. 

BAFTA-ს გადაწყვეტილების მიზეზი სექსუალური შევიწროების ბრალდება გახდა. იანვარში ჟურნალმა Atlantic-მა ოთხი კაცის ისტორიის შესახებ დაწერა.

სტატიის ერთ-ერთი გმირი ვიქტორ ვალდოვინოსია, რომელიც ამბობს, რომ სინგერი მას გენიტალიებზე ეხებოდა ფილმის „ნიჭიერი მოსწავლე“ გადაღებების დროს. ვალდოვინოსი მაშინ 13 წლის იყო. 

დანარჩენი სამი გმირი ფსევდონიმით გამოდის. ორმა მათგანმა თქვა, რომ სინგერთან ინტიმური კავშირი დაამყარეს, როდესაც 17-15 წლისები იყვნენ. მათი თქმით, სინგერმა იცოდა, რომ ისინი არასრულწლოვნები იყვნენ. მეოთხე კაცი ჰყვება, რომ ის სინგერთან ორალური სექსით დაკავდა, როდესაც 17 წლის იყო.

BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონია 10 თებერვალს გაიმართება.

 


წყარო