უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაიწყო
ამობეჭდვა · 11 / 05 / 2019 10:40
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაიწყო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დღეიდან დაიწყო. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ მიიღო.

დღეიდან მსურველებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი განაცხადები ელექტრონულად წარადგინონ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეობის, რაც შეიძლება, მეტი მსურველი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად აუცილებელი პირობაა.

გარკვეული პროცედურების შემდეგ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ისევ პარლამენტში გადაინაცვლებს. საკანონმდებლო ორგანომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 1 მაისს დაამტკიცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია ხუთ ძირითად რეკომენდაციას გამოყოფს. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან.

ტეგები