ქართული ტაძრის კარიბჭეში ტუალეტს აშენებენ
ამობეჭდვა · 11 / 05 / 2019 10:49
ქართული ტაძრის კარიბჭეში ტუალეტს აშენებენ

X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება, – ამის შესახებ ფეისბუქზე ბუბა კუდავა წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

“საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან!

X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!

ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. ამოთხრილი ორმოები რკინის ცხაურითაა გადახურული, ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ.

აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანებების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა.

ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია! 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს. იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები. საქმის კურსშია საქართველოს საელჩო თურქეთში- წერს სოციალურ ქსელში ბუბა კუდავა.




 

ტეგები