სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი ეწყობა
ამობეჭდვა · 11 / 05 / 2019 16:33
სოფელ გლდანში,  26 მაისის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობამ სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 1 356 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

„გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა რაიონში წყალარინების ქსელების არარსებობა, რა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. აღნიშნული პრობლემა უკვე არაერთ მისამართზე მოგვარდა. 26 მაისის ქუჩაზე მოსახლეობას შევხვდით და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. გარდა ამისა, წყალარინების ქსელი ბერთუბანშიც ეწყობა. აღნიშნულ დასახლებებს წყალარინების ქსელი აქამდე არ ჰქონია, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მეოხი’’ ახორციელებს, მიმდინარე წლის ივლისში უნდა დასრულდეს. წყალარინების ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 279 885 ლარია გათვალისწინებული.

ტეგები