ლეგენდარული მექსიკელი სპორტსმენი ორთაბრძოლის დროს გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2019 15:06
ლეგენდარული მექსიკელი სპორტსმენი ორთაბრძოლის დროს გარდაიცვალა

ლეგენდარული მექსიკელი მებრძოლი, სესარ ბარონი ორთაბრძოლის დროს, ლონდონში გარდაიცვალა.

51- წლის სპორტსმენი შოუ Lucha Libre-ის ფარგლებში გამართული ორთაბრძოლის დროს რინგზე დაეცა და ვეღარ ადგა.

მექსიკური მედიის ცნობით, მისი გარდაცვალება, სავარაუდოდ, გულის შეტევას უკავშირდება.

პროფესიონალი მებრძოლი სესარ ბარონი მექსიკაში ნამდვილი ვარსკვლავი იყო არამხოლოდ რინგზე, არამედ კინოშიც. 2005 წელს ათლეტი ჰოლივუდის კომედიაში "სუპერნაჩო" (Nacho Libre) მონაწილეობდა.

ტეგები