საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კვიპროსში შეშვებაზე უარი ეთქვათ, სამშობლოში 14 მაისს დაბრუნდებიან
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2019 15:51
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კვიპროსში შეშვებაზე უარი ეთქვათ, სამშობლოში 14 მაისს დაბრუნდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო მოქალაქეები, რომლებსაც კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე უარი ეთქვათ, საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას არ ფლობდნენ.

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში შემდეგი რეისით დაბრუნდებიან, რომელიც 14 მაისს არის დაგეგმილი.

„სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები არ ფლობდნენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას. ისინი იმყოფებიან სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით და მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს, 14 მაისს“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში საქართველოს ოთხი მოქალაქე უკვე ორი დღეა სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში იმყოფება. საქართველოს მოქალაქეების თქმით, ისინი სასმელი წყალითა და საკებით უზრუნველყოფილი არ არიან.

ტეგები