სეტყვამ სიღნაღში ვენახები და ნარგავები დააზიანა
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2019 16:08
სეტყვამ სიღნაღში ვენახები და ნარგავები დააზიანა

უხვმა ნალექმა და სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა. შედარებით მძიმე ვითარება სოფლებში ქვემო ბოდბესა და ხირსაში.

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა მან ვენახებისა და ერთწლიანი ნარგავების 90% გაანადგურა.

ბოლო დღეების განმავლობაში კახეთს სტიქია რამდენჯერმე დაატყდა თავს. 

ტეგები