მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე მის გამოსვლასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2019 17:03
მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე მის გამოსვლასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა

სამწუხაროდ, მახათას მთაზე აუდიო და ვიდეო გადაცემისას შეიქმნა ტექნიკური პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ქმედება, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა:

„ამ მომენტისთვის ვერაფერს დაგიდასტურებთ, გავერკვევით და გეტყვით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მანამდე, პირველმა არხმა განაცხადა, რომ ხარვეზი ტექნიკურ წუნს უკავშირდებოდა და მაყურებლებს მოუბოდისა.

"12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც ტრანსლაციის დროს მოხდა ტექნიკური ხარვეზი", - აცხადებენ "პირველ არხში".

ტეგები