ძლიერი წვიმის გამო 112-ში ყველაზე მეტი ზარი დიდუბე-ჩუღურეთიდან, დიღმიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და სანზონიდან შევიდა
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2019 18:25
ძლიერი წვიმის გამო 112-ში ყველაზე მეტი ზარი დიდუბე-ჩუღურეთიდან, დიღმიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და სანზონიდან შევიდა

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, ამ დროისთვის, დაზარალებულები არ არიან. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობი ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი გამოძახება დიდუბე-ჩუღურეთიდან, დიღმიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და სანზონიდან არის.

ასევე, ძირითადად, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეები ეზოების, სადარბაზოების და სარდაფების დატბორვის შესახებ რეკავენ.

ასევე, სანზონაში დაფიქსირდა კორპუსის სახურავის დაზიანების ფაქტიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში უხვი ნალექის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ტეგები