წვიმა, წყალდიდობა, სეტყვა, ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2019 18:37
წვიმა, წყალდიდობა, სეტყვა, ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, 12-14 მაისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში გაზაფხულის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

ტეგები