კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტა სახლს მოხვდა
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2019 22:43
კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტა სახლს მოხვდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სტიქიის დროს კიკილაშვილების საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მიზეზი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან რამდენიმეჯერ გასროლილი რაკეტა გახდა. ამის შესახებ "imedinews" წერს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სოფელს სტიქია აზიანებდა.

სალომე კიკილაშვილის თქმით, გასროლილი რაკეტა სახლის სახურავს დაეცა, რის შედეგად ჭერი და იატაკი დაზიანდა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დაჰპირდნენ, რომ რაკეტისგან დაზიანებულ ოთახს აღუდგენენ.

ტეგები