პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შედეგად, სესხის გაცემა გამკაცრდა - მერსედეს ვერა-მარტინი
ამობეჭდვა · 13 / 05 / 2019 12:27
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შედეგად, სესხის გაცემა გამკაცრდა - მერსედეს ვერა-მარტინი

საქართველოს ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საბანკო რეგულაციებისა და მათი მოსალოდნელი ეფექტების შესახებ ისაუბრა. 

ვერა-მარტინი ამბობს, რომ "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" სისტემის ამოქმედების შედეგად, ქვეყანაში სესხის გაცემის სტანდარტი გამკაცრდა, რაც მომავალში დაკრედიტების ზრდის ტემპს უფრო მდგრადს გახდის.

"ფინანსური სექტორის რეგულირების პოლიტიკასთან მიმართებით კი, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლახანს მიღებული ცვლილებები, რომლებიც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დანერგვას ემსახურება, უკვე მოჰყვა შედეგი, რაც სესხის გაცემის უფრო გამკაცრებულ სტანდარტზე გადასვლას გულისხმობს. ეს ცვლილება სავარაუდოდ, სესხების ზრდის ტემპს უფრო მდგრად დონემდე შეამცირებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა კრიზისული დაფინანსების ინსტრუმენტების განმტკიცებაზე, მას და სტრუქტურული რეფორმების დანერგვის ინიციატივას მივესალმებით,"- განაცხადა მარტინმა. 

 

 

იხილეთ ვრცლად