ვლადიმერ ბორცვაძე - „მას შემდგომ რაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები შემცირდა ხუთჯერ“
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 13:28
ვლადიმერ ბორცვაძე - „მას შემდგომ რაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები შემცირდა ხუთჯერ“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ, სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის გახსნილი ფაქტებისა და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების ამოღების შესახებ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის ბოლოს, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა 1 წლის წინ კლუბებში ჩატარებულ ღონისძიებებს.

„მას შემდგომ, რაც ჩვენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, წინა წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები შემცირდა ხუთჯერ. ამავდროულად, ამ საგამოძიებო მოქმედებებით, ჩვენ ვამხილეთ 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც კლუბების შიგნით და ასევე, კლუბების მიმდებარედ, ეწეოდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებას. დღევანდელი მოცემულობით რვავე ნარკორეალიზატორის მიმართ დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. სწორედ ეს არის ის რეზულტატი და ის შედეგი, რომელიც ჩვენ ამ ღონისძიებების შედეგად მივიღეთ.“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ტეგები