ჰაკერებმა WhatsApp-ის მომხმარებლების მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებში შეაღწიეს
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 14:19
ჰაკერებმა WhatsApp-ის მომხმარებლების მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებში შეაღწიეს

ჰაკერებმა WhatsApp-ის მომხმარებლების მობილურ ტელეფონებსა თუ პლანშეტებში დისტანციურად შეაღწიეს და სათვალთვალო პროგრამა დააყენეს. ინფორმაციას თავად სამესიჯო აპლიკაციის ხელმძღვანელი გუნდი ადასტურებს.

Facebook-ის კუთვნილი აპლიკაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ თავდასხმის სამიზნე კონკრეტული მომხმარებლები იყვნენ და ამის უკან მოწინავე კიბერ-ორგანო დგას.

Financial Times-ის ინფორმაციით, თავდასხმა ისრაელის უსაფრთხოების ფირმამ - NSO Group-მა შეიმუშავა. ამ კომპანიას ხშირად „კიბერ იარაღის დილერად“ მოიხსენიებენ.

აპლიკაციაში ჰაკერების მიერ დაყენებული პროგრამა კომპანიამ პარასკევს წაშალა და შეცდომა გამოასწორა. თუმცა WhatsApp თავის 1.5 მილიარდ მომხმარებელს მოუწოდებს, სიფრთხილის მიზნით, დაუყოვნებლივ განაახლონ აპლიკაცია.