პარლამენტში ხვალ გიორგი ქობულიას მოუსმენენ
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 14:21
პარლამენტში ხვალ გიორგი ქობულიას მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას მოუსმენენ.

შეხვედრა ღია ფორმატში შედგება და ქობულია მინისტრობის რვა თვეს შეაჯამებს. ასევე გაიმართება კითხვა პასუხი.

პარლამენტში, გიორგი ქობულიას მოსვლა დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილმა შესთავაზა, მოთხოვნას ოპოზიციაც უერთდება.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა გავუგზავნეთ წერილი ეკონომიკის ყოფილ მინისტრს. შეხვედრა ღია ფორმატში შედგება. გიორგი ქობულია ისაუბრებს მისი საქმიანობაზე რვა თვის განმავლობაში ასევე მის ხედვებზე ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან კობერიძემ.


 

ტეგები