წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 16:41
წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გზის საფარის განახლება რამდენიმე მისამართზე, მათ შორის, გაგრის N8-ში და II ჩიხში, თავდადებულის ქუჩაზე, მაია წყნეთელის I შესახვევში, ამილახვრის N21-ში და ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ.

პირველ ეტაპზე, გზებზე დაზიანებული საფარის დემონტაჟი განხორციელდა, შემდეგ მოეწყო ბორდიური და გზის საფუძველი მომზადდა. მაია წყნეთელის I შესახვევში და ლესელიძის ქუჩაზე კი ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო.

პროექტების თანახმად, გაგრის N8-ში 1 000 კვ.მ ფართობის ეზო მოწესრიგდება, გაგრის II ჩიხში - 380 კვ.მ, თავდადებულის ქუჩაზე გზის საფარი 1860 კვ.მ განახლდება, მაია წყნეთელის I შესახვევში 500 კვ. მ ფართობის მონაკვეთი შეკეთდება, ხოლო ლესელიძისა და ანჯაფარიძის ქუჩებზე 1 725 კვ.მ გზის საფარი განახლდება.

საგზაო სამუშაოებს შპს „სკინჩი“ და შპს „ლუკრი“ აწარმოებენ.

ტეგები