ისრაელში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ: „ევროვიაზია" ტერორისტების სამიზნეა?!
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 17:13
ისრაელში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ: „ევროვიაზია" ტერორისტების სამიზნეა?!

ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივში „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის დროს ტერაქტების შესაძლო საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საელჩოს ცნობით, ისრაელში ბოლო პერიოდის განმავლობაში პალესტინის მხრიდან სარაკეტო თავდასხმები გახშირდა.
აღსანიშნავია, რომ „ევროვიზიის“ კონკურსი 14 მაისიდან 18 მაისამდე გიმართება, ხოლო 14 მაისს იერუსალიმში ამერიკის საელჩო გახსნის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, რასაც ღაზას სექტორში შესაძლოა უკმაყოფილება მოჰყვეს.

ასევე, 15 მაისს პალესტინელები ნაკბას აღნიშნავენ. ეს დღე 1948 წლის ომს უკავშირდება, რა დროსაც ათასობით პალესტინელი დევნილად იქცა.

საელჩოს განცხადებით, ტერორისტებმა შესაძლოა კონკურსი ტერორისტული თავდასხმისთვის გამოიყენონ.

საელჩო აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ.

ცნობისთვის, ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე“ პირველ ნახევარფინალში დღეს მე-11 ნომრად წარდგება.

ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს წელს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს.