ვიტალი საფაროვის სასტიკი მკვლელობის მოწმე დეტალებს იხსენებს
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 17:54
ვიტალი საფაროვის სასტიკი მკვლელობის მოწმე დეტალებს იხსენებს

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეს – თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეს განიხილავენ.

საფაროვის ოჯახის ადვოკატის თქმით, დღეს დაიკითხა მოწმე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, როგორ და რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა.

„მოწმემ ძალიან ნათლად აღწერა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ადგილზე მოხდა. მიუთითა სასამართლოს ყველა დეტალზე, თუ როგორ მოკლეს ვიტალი საფაროვი, ვინ იღებდა მონაწილეობას. მოწმემ თავად აღიარა, რომ დანაშაული დამალა. ეს ჩვენება დანაშაულის დაფარვის ნიშნებს შეიცავს. ეს ერთ-ერთი ცენტრალური მოწმეა. ვფიქრობთ, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები რომ განაჩენი ბრალდების მხარის სასარგებლოდ დადგეს” – აღნიშნა საფაროვის ოჯახის ადვოკატმა.