პროკურატურამ ზუგდიდში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 19:06
პროკურატურამ ზუგდიდში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

2019 წლის 14 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.

პროკურატურის ცნობით, ასევე, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ტეგები