გურჯაანის მერის წარმომადგენელს თანასოფლელებმა თავში ქვა ჩაარტყეს
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 19:30
გურჯაანის მერის წარმომადგენელს თანასოფლელებმა თავში ქვა ჩაარტყეს

გურჯაანის მერის წარმომადგენელს სოფელ ჩუმლაყში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ზაზა რუაძეს თანასოფლელებმა ქვა თავში ჩაარტყეს. "იმედინიუსის" ინფორმაციით, ფაქტს თავად დაზარალებული ადასტურებს. 

ინციდენტი სოფელში ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე უთანხმოებას მოჰყვა, რა დროსაც რუაძესა და რამდენიმე თანასოფლელს შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, მოგვიანებით კი საჯარო მოხელეს დაზიანება თავს არეში მიაყენეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
 

ტეგები