პაპუა-ახალ გვინეაში მაგნიტუდით 7.7 მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 19:46
პაპუა-ახალ გვინეაში მაგნიტუდით 7.7 მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან მაგნიტუდით 7.7 მიწისძვრა მოხდა. შესაბამისმა სამსახურებმა კუნძულ ახალი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცუნამის საფრთხე გამოაცხადეს.

სპეციალისტების ვარაუდით, ცუნამის ტალღების წარმოშობა მიწისძვრის ეპიცენტრიდან 1000 კილომეტრის რადიუსით არის შესაძლებელი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან მიწისძვრა გრინვიჩის დროით 12:58 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ კოკოპოდან 28 კილომეტრში დაფიქსირდა.

ტეგები