პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ პრეზენტაცია გაიმართება
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 20:55
პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ პრეზენტაცია გაიმართება

დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა დაახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიება 15 მაისს, 14:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში ჩატარდება.

თბილისის კულტურის პოლიტიკაში გაჩნდა ახალი მიმართულება, რომელიც ინოვაციური პროექტების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. პროგრამის მთავარი ამოცანაა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობის და ჩართულობის გაძლიერება და მდგრადობა,
კულტურული ტურიზმის განვითარება და ამით დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდა.

პროგრამის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება.

პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ვებ გვერდის www.tbilisi.culture.gov.ge მეშვეობით. პროგრამისთვის შექმნილ ახალ პლატფორმაზე, დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციის მიღებას და მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე განაცხადის ონლაინ რეჟიმში გაკეთებას შეძლებენ.

ტეგები