15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2019 21:48
15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მიმოსვლების დღეა. შეიძლება ტურისტული კომპანიებისა და საზღვარგარეთული ფირმების დახმარება დაგჭირდეთ. მეტი დრო დაუთმეთ სწავლასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. განსაკუთრებით, უცხო ენის.
კურო
განწყობის გაუმჯობესებაზე დილიდან იზრუნეთ. კარგი დღე ელით ფლირტისა და სპორტის მოყვარულ ნიშნებს. რომანტიკულმა გრძნობებმა შეიძლება ახალი ძალით იფეთქოს. მცირე რისკი დაშვებულია.

ტყუპი
მიმოწერის, შეხვედრების დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას, უფროსთან საუბრისას.

კირჩხიბი
განსხვავებულ ადამიანებთან მოგიწევთ მუშაობა. შეიძლება თქვენთვის შეუფერებელი ვალდებულებების შესრულებამ მოგიწიოთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. გამონახეთ დრო და იზრუნეთ შინაურ ცხოველებზე.

ლომი
გაგიუმჯობესდებათ განწყობა; ახალი იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. დღესვე დაფიქრდით, სად გაემგზავრებით შვებულების დროს. ეცადეთ, შვილების განათლება მრავალფეროვანი გახადოთ.

ქალწული
ყოველდღიური ვალდებულებები შეასრულეთ და მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ. მარტივი მიზნები დასახეთ. გაამხვილეთ ყურადღება საოჯახო და სარემონტო საქმეებისადმი.

სასწორი
წარმატება გელით ყველა იმ საქმეში, რომელსაც ხელს მოკიდებთ. ზოგიერთს გადაადგილება, მანქანით მოგზაურობა ელის. თანამოაზრეებთან - მიმოწერა, აზრთა გაცვლა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლე და თავგადასავალი.

მორიელი
ოპერატიული და აქტიური ხართ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. მოაწესრიგეთ სწავლის, მოგზაურობისა და საჩუქრების
საკითხები. ბიზნესმენ ნიშნებს სარფიან გარიგებებს შესთავაზებენ.

მშვილდოსანი
მოქნილი და დაკვირვებული ხართ. დღეს თქვენი მოტყუება შეუძლებელია. თავად იყავით გულწრფელი. კარგი დღეა ახალი ჩანაფიქრების განსახორციელებლად. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის.

თხის რქა
მიუხედავად იმისა, რომ საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით, მაინც პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. კარგი დღე ელით მოგზაურობის, ლიტერატურისა და პროგრამირების მოყვარულებს. საღამო საინტერესო წიგნს ჩაუღრმავდით, თვალსაწიერი გაიფართოეთ.

მერწყული
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. ცხოვრება მშვენიერია და დღეს არაერთხელ დარწმუნდებით. ინტერნეტით საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ; თავისუფალი გრაფიკით იმუშავებთ. მარტოხელებს რომანტიკული შეხვედრა ელით.

თევზები
ნუ შეიქმნით ილუზიებს. იმუშავეთ საკუთარ თავზე, რათა აიმაღლოთ ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. კარგი დღეა მოდური და ექსტრავაგანტური ნივთების შესაძენად. საყვარელ ადამიანთან ერთად შეადგინეთ შვებულების განრიგი. 

ტეგები