გიორგი გახარიამ და ტოივო კლაარმა უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 10:13
გიორგი გახარიამ და ტოივო კლაარმა უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი გახარიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპაციის ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის პრობლემას და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავების ფაქტებს.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ეფექტიან ფუნქციონირებას და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან ამ უწყების თანამშრომლობას.

ტეგები