რომის იმპერატორ ნერონის სასახლეში საიდუმლო ოთახი აღმოაჩინეს
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 10:44
რომის იმპერატორ ნერონის სასახლეში საიდუმლო ოთახი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა, რომლებიც რომის იმპერატორ ნერონის სასახლის "ოქროს სახლის" რესტავრაციაზე მუშაობენ, 2000 წლის წინანდელ შენობაში, საიდუმლო მიწისქვეშა ოთახი იპოვეს. ოთახი გაფორმებულია მითოლოგიური პერსონაჟებისა და ცხოველების ფრესკებით. ამის შესახებ "იმედინიუსი" Science Alert-ზე დაყრდნობით წერს.

ოთახის დიდი ნაწილი ამ დროის განმავლობაში დაგროვილ მიწისა და ჭუჭყის მასაშია ჩაფლული, რომელსაც სპეციალისტები ჯერ არ წმენდენ, რათა შენობის კონსტრუქციის რღვევა არ დაიწყოს.

ოთახი სავარაუდოდ, ღვთაებრივ საცხოვრებელ ადგილად მიიჩნეოდა. იქ კედლებზე დატანილია მუსიკალური ინსტრუმენტებით კენტავრები, ღმერთი პანი, ფრინველები, წყლის არსებები და ა.შ. 

ტეგები