ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრი დაარბიეს - დამნაშავეებმა ჩაამსხვრიეს შუშები, ააფეთქეს ბანკომატი
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 10:57
ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრი დაარბიეს - დამნაშავეებმა ჩაამსხვრიეს შუშები, ააფეთქეს ბანკომატი

ნატანებში გვიან ღამით საზოგადოებრივი ცენტრი დაარბიეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ჩატეხილია შესასვლელი კარის შუშა. დაუდგენელმა პირებმა, შენობაში არსებული "ლიბერთი ბანკის" ბანკომატიც ააფეთქეს. ჯერჯერობით უცნობია მოახერხეს თუ არა თანხის წაღება და თუ მოახერხეს, რა თანხაზეა საუბარი.

ბოლო 2 თვის განმავლობაში, ეს ნატანების საზოგადოებრივ ცენტრზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ამ დრომდე არცერთი მათგანი გამოძიებული არ არის.

 

ტეგები