2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.0 მილიონს მიაღწია
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 12:01
2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.0 მილიონს მიაღწია

2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.0 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 0.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საერთაშორისო ვიზიტორების 67.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4 იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 222.7 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 21.4 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 24.3 პროცენტიან ზრდას 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 292.9 ათასი, აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 3.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტეგები